საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა და უნგრული “მეზოკოვეშდის” მარცხენა მცველმა ლუკა ლაკვეხელიანმა ცოტა ხნის წინ მძიმე ტრავმა მიიღო. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯვარედინი გაიწყვიტა და მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. ფეხბურთელს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ჩვენ მას რამდენიმე კითხვით უნგრეთში დავუკავშირდით:

როგორ მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი და რამდენ ხანში დაუბრუნდები მინდორს?

ტრავმა იმაზე რთული და მძიმე აღმოჩნდა ვიდრე ვვარაუდობდი. 8 თვის განმავლობაში მომიწევს მკურნალობა. გუნდის ექიმმა რამდენიმე ხნის მანძილზე ფეხის დადგმაც კი ამიკრძალა.

“მეზოკოვეშდს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გქონდა თ არა მწვრთნელთან საუბარი?

რა თქმა უნდა მწვრთNელს უკვე ველაპარაკე და გამამხნევა. ის ყოველდღიურად მირეკავს და ჩემს მდგომარეობას კითხულობს.

რას იტყვი ნაკრების განვლილი თამაშების შესახებ?

წაგების არანაირი უფლება არ გვქონდა, თუმცა ეს თანამედროვე ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და მას ვერ გავექცევით. ყველაზე მეტად მინდორზე გასულ მოთამაშეებს უნდოდათ გამარჯვება და ქართველი ერის გახარება თუმცა ამ ეტაპზე ეს არ გამოვიდა, თუმცა დარწმუნებული ვარ უახლოს მომავალში დიდ ფორუმზე აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელი უნგრულ კლუბში ამ გასულ ზაფხულს თბილისის “საბურთალოდან” გადავიდა და ახალ გუნდში 9 მატჩის ჩატარება მოასწრო.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ