ერიკ აბიდალის განცხადებამ ლეო მესის გაბრაზება გამოიწვია

ერიკ აბიდალის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს სადაც ის ფეხბურთელებს თავის არ დატვირთვაში ადანაშაულებს, მესი გამოეხმაურა და აბიდალისგან კონკრეტული გვარების დასახელება მოითხოვა

საქმე ისაა რომ მესის ხელმძღვანელებთან საქმე უფრო და უფრო რთულდება, პირველ რიგში ეს დაძაბულობა ნეიმარის ჩაშლილმა ტრანსფერმა, შემდეგ ვალვერდეს გათავისუფლებამ გააძლიერა, რომლის გაშვებასაც მესი და სუარესი ეწინააღმდეგებოდნენ, ბოლოს კი აბიდალის ეს განცხადება

მესის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა მას წასვლა ამავე ზაფხულში შეუძლია, თუ ეს ასე მოხდება ამით კლუბი დიდ დარტყმას მიიღებს და სავარაუდოდ ბართომეუს თანამდებობასაც შეიწირავს

არგენტინელის შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანცისკო კარასკომ, რომლის თქმით მესის ცალი ფეხი კარებს მიღმა აქვს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ