• პარ. აგვ 6th, 2021

ევროპა ლიგაზე ფინალისტები გამოვლინდნენ

ევროპა ლიგის 1/2 ფინალურ სერიაში გამარჯვებების შემდეგ ტურნირის დასკვნით მატჩში ინგლისური კლუბი ,,მანჩესტერ იუნაიტედი” და ესპანური ,,ვილიარეალი” ითამაშებენ. .

ოლე გუნარ სოლსკიაერის გაწვრთნილმა ,,წითელმა ეშმაკებმა” მართალია რომში, 3:2 წააგეს, თუმცა პირველ ორთაბრძოლაში მეტოქე 6:2 ჰყავდათ განადგურებული და ფინალის საგზურიც ინგლისურ კლუბს დარჩა.

მეორე 1/2 ფინალში ლონდონში,
,,არსენალმა” ,,ვილიარეალთან” ვერაფერი გააწყო და მატჩიც ფრედ 0:0 დასრულდა.
აპენინურმა კლუბმა პირველი მატჩი 2:1 მოიგო და ამის წყალობით ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

,,რომა” (იტალია) 3:2 ,,მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი)
39′ კავანი (0-1), 57′ ჯეკო (1-1), 60′ კრისტანტე )2-1)68′ კავანი (2-2), 83′ ტელესი ა.გ. (3-2)

,,არსენალი” (ინგლისი) 0:0 ,,ვილიარეალი”
(ესპანეთი)

ევროპა ლიგის ფინალი 26 მაისს, პოლონეთის ქალაქ გლდანსკში გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.