• პარ. აგვ 6th, 2021

ოლე გუნარ სოლსკიაერი: ,,ევროპა ლიგაზე გამარჯვება ძალიან გვჭირდება”

,,მანჩესტერ იუნაიტედის” ნორვეგიელმა მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიერმა ,,რომასთან” გასამართ ევროპა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით შეხვედრაზე და განვლილ მატჩზე ისაუბრა.

რომში გამართულ პრესკონფერენციაზე სოლსკიაერმა განაცხადა, რომ ,,მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ევროპა ლიგაზე გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გუნდს 4 წელოა ტიტული არ მოუპოვებია.

ოლე გუნარ სოლკიაერი: ,,რომასთან” პირველი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩავატარეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. იტალიის დედაქალაქში 4-ბურთიანი უპირატესობით და ამაღლებული განწყობით ჩამოვედით.
მიუხედავად, ამხელა უპირატესობისა ბიჭებს ვუთხარი, რომ ბოლომდე იბრძოლონ და საქმე დასრულებულად არ ჩათვალონ.
,,რომასთან” ფეხბურთელობის დროს კარგი მოგონება მაკავშირებს.
2007 წელს ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენმა გუნდმა ,,მანჩესტერ იუნაიტედმა”  იტალიურ კლუბს 7:1 მოუგო.
იმ დროს ,,რომას” ღირსებას ბევრი ვარსკვლავი იცავდა, მათ შორის ფრანჩესკო ტოტი.
დღევანდელ მატჩში მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ნაკლები შეცდომა დავუშვათ და პირველ მატჩში გამარჯვება ორრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვებად ვაქციოთ.
ვინ ვისურვებდით ფინალში?
ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ფინალში ერთი შეხვედრაა და იმ ერთი დაპირისპირებაში მაღალ დონეზე თამაში ნებისმიერ გუნდს შეუძლია.
ერთი ფაქტია, ევროპა ლიგაზე გამარჯვება ძალიან გვჭირდება.
,,მანჩესტერ იუნაიტედს” 4 წელია ტიტული არ მოუპოვებია და ახლა ამ მიზანთან ახლოს ვართ. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ და ჩვენი გუნდის ქომაგებს რწმენა დავუბრუნოთ”- აცხადებს, ,,მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი ოლე გუნარ სოლსკიაერი.

,,მანჩესტერ იუნაიტედმა” ევროპა ლიგის პირველი 1/2 ფინალი 6:2 მოიგო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.