• კვი. აგვ 1st, 2021

რასისტული ქმედების გამო ონდრეი კუდელას 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

უეფამ პრაღის ,,სლავიას” ფეხბურთელს ონდრეი კუდელას 10-მატჩიანი დისკცალიფიკაცია მისცა.

ამის მიზეზი ევროპა ლიგის მატჩში 34 წლის ჩეხი ფეხბურთელის რასისტული გამოხტომა გახლავთ.

,,სლავიას” ვეტერანმა გლაზგოს ,,რეინჯერსის” ფერადკანიან მოთამაშეს გლენ კამარას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კუდელამ კამარას ,,შავი ბინძური მაიმუნი” უწოდა.
ინციდენტის
,,რეინჯერსის” ფეხბურთელის უხეშ თამაშს მოჰყვა. შეხლა-შემოხლისას კამარამ კუდელას ხელი დაარტყა.

უეფას ვერდიქტი ასეთია: ,,სლავიას” ფეხბურთელი ონდრეი კუდელა მეტოქის ფეხბურთელის მიმართ გამოხატული რასისტული ქმედების გამო 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
გრენ კამარამ კი ჩხუბის ინიციატივისა და მოწინააღმდეგის მსუბუქი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3-მატჩიანი სასჯელი მიიღო.

ონდრეი კუდელამ ევროპა ლიგაზე ,,არსენალთან” ერთი მატჩი უკვე გამოტოვა. მას უეფას ეგიდით გასამართ კიდევ 9 შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.