აპრილი 18, 2024

2020-21 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლის ნაცვლად პორტუში ,,დრაგაუს” სტადიონზე  გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალი სტამბოლში ,,ათათურქის” ოლიმპიურ სტადიონზე უნდა გამართულიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა თურქეთი ე. წ. „წითელ სიაში“ შეეყვანა, გადამწყვეტი მატჩის ადგილი შეიცვალა.

ფინალის გამართვის ერთ-ერთ ვარიანტად ინგლისიც განიხილებოდა, თუმცა ფინალისტი  გუნდები საბოლოოდ, ვერ შეთანხმდნენ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები
„მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ გულშემატკივრებში რეალიზებისთვის  6000-6000 ბილეთს მიიღებენ.
თუ რამდენი პროცენტით შეივსება ,,დრაგაუს” სტადიონი ეს პორტუგალიის მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.

ჩემპიონთა ლიგაზე
,,მანჩესტერ სიტისა” და. ,,ჩელსის” შეხვედრა 29 მარტს, არის დაგეგმილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *