• პარ. აგვ 6th, 2021

რუბენ დიასი ჩემპიონთა ლიგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ,,მანჩესტერ სიტისა” და ,,პსჟ”-ს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ინგლისური კლუბის პორტუგალიელი მცველი რუბენ დიასი დაასახელეს.

დიასმა შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა და მისი დამსახურებით პარიზელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ ,,სიტის” ალჟირელმა ფორვარდმა რიად მაჰრეზიმ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა, თუმცა ტურნირის ხელმძღვანელებმა მაინც რუბენ დიასი გამოარჩიეს.

,,მანჩესტერ სიტიმ” ,,პსჟ”-ს 2:0 სძლია და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.