• პარ. აგვ 6th, 2021

პეპ გვარდიოლა: ,,მანჩესტერ სიტის” ისტორიას ყველანი ერთად ვწერთ, გუნდის ხელმძღვანელობიდან დაწყებული რიგით ფეხბურთელით დამთავრებული”

ჩემპიონთა ლიგაზე ,,პსჟ”-სთან გამარჯვების შემდეგ ,,მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ნამატჩევს გამართულ პრესკონფერენციაზე გახარებული მივიდა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გვარდიოლა ამაყია, რომ ასეთ ძლიერ გუნდში მუშაობს და კლუბის ისტორიას ხელმძღვანელობასთან და ფეხბურთელებთან ერთად წერს.

ესპანელი სპეციალისტი აცხადებს, რომ ,,მანჩესტერ სიტიში” ბევრი კარგი წელი გაატარა და მისი ოცნებაა ამ გუბდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება.

პეპ გვარდიოლა:
„ეს გამარჯვება მთელ კლუბს ეძღვნება.
იმ ფეხბურთელებსაც კი ვინც რაღაც მიზეზებით დღევანდელი შეხვედრა ვერ ჩაატარეს.

ამაყი ვარ რომ ასეთ დიდ გუნდში ვმუშაობ.
,,მანჩესტერ სიტის” ისტორიას ყველანი ერთად ვწერთ.
გუნდის ხელმძღვანელობიდან დაწყებული რიგით ფეხბურთელით დამთავრებული.

რაც შეეხება მატჩს.
პირველ ტაიმში მეტოქემ პრესინგი შემოგვთავაზა და ამის გამო ცოტა გაგვიჭირდა.
მეორე ნახევარში თამაშის სტილი შევცვალეთ და ბურთს უფრო ხშირად ვაკონტროლებდით. ამით მეტოქეს სახიფათო მომენტების შექმნის შანსი აღარ მივეცით, რამაც ჩვენი წარმატება განაპირობა.

,,პსჟ”-ს ორი მატჩის ჯამში 4:1 მოვუგეთ გუნდს, რომელმაც ტურნირიდან „ბარსელონა“ და „ბაიერნი“ გააგდო.
ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს და უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს.

,,პსჟ” ძლიერი გუნდია, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონი ყოველ წელს ხდება და შარშან სულაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა.
სწორედ, ასეთ ძლიერ გუნდს ვაჯობეთ ირივე შეხვედრაში და ფინალში დამსახურებულად გავედით.

ჩემპიონთა ლიგა ისეთი მაღალი დონის ტურნირია წვრილმანი შეცდომის გამოც კი შესაძლოა ტურნირს დაემშვიდობო.

ჩვენ სულ მალე
პრემიერლიგის ჩემპიონები უნდა გავხდეთ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მოსამზადებლად 2-3 კვირა გვექნება.

ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ ჩემი ოცნება ,,მანჩესტერ სიტისთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ამ გუნდში ბევრი კარგი წელი გავატარე და ამ ლამაზი წლების გვირგვინი ყველაზე პრესტიჟული ტურნირზე გამარჯვება იქნება.”- განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

,,მანჩესტერ სიტიმ” ალჟირელ რიად მაჰრეზის დუბლით ,,პსჟ”-ს 2:0 სძლია და ჩემოიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.