• სექტემბერი 16, 2021 10:03 pm

,,მანჩესტერ სიტი” ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ,,მანჩესტერ სიტიმ” ფინალის საგზური მოიპოვა.

პეპ გვარდიოლას ბიჭებმა ფრანგული ,,პსჟ” ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაიბრიყვეს და აუღელვებლად, 2:0 სძლიეს.

მატჩის გმირი ,,მანჩესტერ სიტის” ალჟირელი შემტევი რიად მაჰრეზი გახდა. მან დუბლი შეასრულა.

მასპინძლები მე-11 წუთზე დაწინაურდნენ.
ბელგიელ კევინ დე ბრუინის პასით ალჟირელმა რიად მაჰრეზმა იხეირა.
მაჰრეზმა მეკარე კეიროლ ნავასს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა.

63-ე წუთზე ,,მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებმა პარიზელები კონტიერიშზე დაიჭირეს.
დამაგვირგვინებელ ფაზაში ფილ ფოდენის გადაცემით რიად მაჰრეზიმ დუბლი გაიფორმა.

69-ე წუთზე ,,პსჟ” კაცნაკლული დარჩა.
არგენტინელმა ანხელ დი მარიამ წითელი ბარათი ბრაზილიელ ფერნანდინიოსთან უხეშებისთვის მიიღო.

78-ე წუთზე ფერნანდინიოს პასით ხელსაყრელ პოზიციაზე გასულმა ფილ ფოდენმა კარს ოდნავ ააცილა.

დარჩენილ დროში ,,სიტიმ” თამაში გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა და ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

ჩემპიონთა ლიგა
განმეორებითი მატჩი
მანჩესტერი, ,,ეტიჰად სტედიუმი”

,,მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) 2:0  ,,პსჟ” (საფრანგეთი)
10′ 63′ მაჰრეზი (1-0, 2-0)
გაძევება: 69′ დი მარია (,,პსჟ”)

,,მანჩესტერ სიტი”: ედერსონი, უოლკერი, სტოუნსი, რუბენ დიასი, ზინჩენკო, ბერნანდო სილვა (82′ სტერლინგი), ფერნანდინიო, გუნდოგანი, მაჰრეზი, დე ბრუინი (82′ გაბრიელ ჟესუსი), ფოდენი (85′ აგუერო)
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

,,პსჟ”: ნავასი, ფლორენცი (75′ დაგბა), მარკინოსი, კიმპემბე, დიალო (83′ ბაკერი), ერერა (62’დრაქსლერი), პარედესი (75′ დანილო), დი მარია, ნეიმარი, ვერატი, იკარდი (62′ კინი)
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

,,მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ,,ჩელსისა” და ,,რეალის” წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

,,სამეფო კლუბისა” და ,,არისტოკრატების” პირველი მატჩი მადრიდში, ფრედ 1:1 დასრულდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.