• სამ. მაი 11th, 2021

,,მანჩესტერ სიტი” და ,,პსჟ” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ

დღეს, ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი გამოვლინდება.

ფინალში გასასვლელად ერთმანეთს ,,მანჩესტერ სიტი” და ,,პსჟ” დაუპირისპირდებიან.

ამ გუნდების პირველი ორთაბრძოლა პარიზში ხოსეპ გვარდიოლას ბიჭებმა 2:1 მოიგეს და ,,სიტის” ფინალში გასვლის უკეთესი შანსი გააჩნია.

,,ეტიჰად სტედიუმზე” გასამართ მატჩს მასპინძლები სრულ მზადყოფნაში ხვდებიან. მათ მხოლოდ ესპანელი ერიკ გარსია ვერ დაეხმარებათ.
,,პსჟ” კი დისკვალიკაციის გამო სენეგალელი იდრის გეიე დააკლდება. აფრიკელმა წითელი ბარათი ამ გუნდების პირველ მატჩში მიიღო.
პარიზელებს გეიეს გარდა ინგლისური გუნდის წინააღმდეგ ესპანელი ხუან ბერნატი და ალექსანდერ ლეტელიე არ ეყოლაბათ.

,,მანჩესტერ სიტი” შეხვედრას კარგი განწყობით ხვდება.
,,ქალაქელებმა” პრემიერლიგაში არგენტინელ სერხიო აგუეროსა და ესპანელ ფერან ტორესის გოლებით სტუმრად, ,,კრისტალ პალასი”  2:0 დაამარცხეს და ჩემპიონობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს.

თავის მხრივ გამარჯვება იზეიმა ,,პსჟ”-მ. პარიზელებმა ,,ლანსს” ბრაზილიელი ფეხბურთელების ნეიმარისა და მარკინოსის გოლებით 2:1 სძლიეს.

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრები წინა კვირას გამართული მატჩის ჩათვლით 4 ორთაბრძოლას ითვლის.
აქამდე ,,პსჟ”-ს ,,მანჩესტერ სიტი” არასდროს დაუმარცხებია.
2 დაპირისპირება ,,სიტიმ” მოიგო, ორიც კი ფრედ დასრულდა.

ჩემპიონთა ლიგა
განმეორებითი მატჩი
მანჩესტერი, ,,ეტიჰად სტედიუმი”

,,მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) : ,,პსჟ” (საფრანგეთი)

სავარაუდო შემადგენლობები

,,მანჩესტერ სიტი”: ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, რუბენ დიასი, კანსელო; როდრი, გუნდოგანი; მაჰრეზი, ბერნანდო სილვა, ფოდენი; დე ბრუინი
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

,,პსჟ”: ნავასი; ფლორენცი, მარკინოსი, კიმპემბე, დიალო; ვერატიi, პარედესი; დი მარია, ნეიმარი, დრაქსლერი; იკარდი
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

შეხვედრა სტარტს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს..

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.