• ოთხ. მაი 12th, 2021

უცნაური ამბავი – რის გამო გამოტოვებს მარსელო ,,ჩელსისთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩს?

მადრიდის ,,რეალის” ბრაზილიელი ფეხბურთელი მარსელო ჩემპიონთა ლიგაზე ,,ჩელსისთან” 1/2 ფინალის განმეორებით მატჩს გამოტოვებს.

ამის მიზეზი მადრიდში 4 მაისს, დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გახლავთ.

სად არჩევნები და სად მარსელო?
ესპანეთში ყოველი არჩევნებისას დამკვირვებლებს შემთხვევითი კენჭისყრის პრინციპით არჩევენ.
ამჯერად ბრმა კენჭისყრამ დამკვირვებლის სტატუსი მარსელოს არგუნა.
მართალია, მარსელო ბრაზილიელი, თუმცა მას ესპანეთის მოქალაქეობაც გააჩნია.

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით მატჩს „ჩელსისთან“ ლონდონში, 5 მაისს ჩაატარებს.

ამ გუნდების პირველი დაპირისპირებს ფრედ 1:1 დასრულდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.