• ოთხ. მაი 12th, 2021

ქარიმ ბენზემა ლეგენდარულ რაულს გაუთანაბრდა

მადრიდის ,,რეალის” ფრანგმა ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ,,ჩელსის” კარში გოლი გაიტანა.

ეს ბენზემასთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გატანილი 71-ე გოლი გახლდათ.
ფრანგი ამ შედეგით მადრიდის ,,რეალის” ლეგენდას რაულ გონსალეს ბლანკოს დაეწია.

ბენზემა და რაული ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირებში IV-V ადგილებზე იმყოფებიან.

134 გატანილი გოლით ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრისტიანუ რონალდუა.

ესეც საუკეთესო ხუთეული:
134: კრისტიანუ რონალდუ (,პორტუგალია – ,,მანჩესტერ იუნაიტედი”, ,,რეალი”,
,,იუვენტუსი”)

120: ლიონელ მესი (არგენტინა – ,,ბარსელონა”)

73: რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი – ,,დორტმუნდი”, ,,ბაიერნი” )
71: რაულ გონსალესი (ესპანეთი – ,,რეალი”, ,,შალკე”)
71: ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი – ,,ლიონი”, ,,რეალი”)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.