აპრილი 17, 2024

დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე პირველი 1/2 ფინალური დაპირისპირება შედგება.

მადრიდის ,,ალფრედო დი სტეფანოს” სტადიონზე ერთმანეთს ,,რეალი” და ლონდონის ,,ჩელსი” დაუპირისპირდებიან.

მადრიდელები მოახლოვებულ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდებიან.
ინგლისური გუნდი წონააღმდეგ ,,რეალს” კაპიტანი სერხიო რამოსი, ლუკას ვასკესი, ფერლან მენდი და ფედერიკო ვალვერდე არ ეყოლება.
,,ჩელსი” კი შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდება.
მათ ლაზარეთში მხოლოდ მატეო კოვაჩიჩი გახლავთ და იგი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

,,რეალმა” ლა ლიგის მატჩში ,,ბეტისი” ვერ დაამარცხა და ჩემპიონობის შანსი შეიმცირა.
შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
,,ჩელსიმ” კი ლონდონურ დერბიში გერმანელ ტიმო ვერნერის გოლით ,,ვესტ ჰემი” დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგისთვის კარგი განწყობა შეიქმნა.

,,რეალი” და ,,ჩელსი” ისტორიაში ერთმანეთს 3-ჯერ შეხვედრიან.
აქედან 2 მატჩი ,,სამეფო კლუბმა”, ხოლო ერთი შეხვედრა
,,არისტოკრატებმა” მოიგეს.

სავარაუდო შემადგენლობები
ჩემპიონთა ლიგა
1/2 ფინალი
მადრიდი, ,,ალფრედო დი სტეფანო”

,,რეალი” (ესპანეთი) :
,,ჩელსი” (ინგლისი)

,,რეალი” : კურტუა; კარვახალი, ვარანი, მილიტაო, ნაჩო; კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ჟუნიორ ვინისიუსი, ბენზემა, ასენსიო
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

,,ჩელსი”: მენდი; ასპილიკუეტა, ტიაგო სილვა, რუდიგერი; ჯეიმსი, ჯორჯინიო, კანტე, ჩილუელი; მოუნტი, ჰავერცი, ვერნერი
მთავარი მწვრთნელი: თომას ტუხელი

მადრიდის ,,რეალისა” და ლონდონის ,,ჩელსის” პირველი 1/2 ფინალური მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზეა დანიშნული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *