• სამ. მაი 11th, 2021

კაზემირო და იკაი გუნდოგანი ჩემპიონთა ლიგის მატჩების საუკეთესო ფეხბურთელებად დაასახელეს

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური სერიის განმეორებითი 2 მატჩის ,,ლივერპული”- ,,რეალი” და ,,დორტმუნდი”-,,მანჩესტერ სიტის” საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს.

,,ენფილდზე” განართულ მატჩში საუკეთესოს წოდება ,,რეალის” ბრაზილიელ ნახევამცველს კაზემირის მიანიჭეს.

,,სიგნალ იდუნა პარკზე” ჩატარებულ შეხვედრაში გერმანელი იკაი გუნდოგანი გამოარჩიეს.

ორივე ფეხბურთელს სპეციალური პრიზი გადაეცა.

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
,,პსჟ” (საფრანგეთი) : ,,მანჩესტერ სიტი” (ინგლისი)
,,რეალი” (ესპანეთი) : ,,ჩელსი” (ინგლისი)

1/2 ფინალის პირველი მატჩები 27 და 28 აპრილს, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 4 და 5 მარტს, გაიმართება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.