• სამ. მაი 11th, 2021

,,მანჩესტერ სიტიმ” ,,დორტმუნდი” მეორედაც დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა

,,მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში იასპარეზებს.

ხოსეპ გვარდიოლას ბიჭებმა ,,დორტმუნდს” შინ, ისევე როგორც გასვლაზე 2:1 სძლიეს.

პირველი ტაიმი გერმანულმა კლუბმა 1:0 მოიგო.

მე-15 წუთზე გოლი 17 წლის ინგლისელმა ტალანტმა ჯუდე ბელინგჰემმა გაიტანა.

55-ე წუთზე ხოსეპ გვარდიოლას ბიჭებმა წონასწორობა აღადგინეს.
პენალტიდან მასპინძელთა კარი ალჟირსლმა რიად მაჰრეზმა დალაშქრა.

75-ე წუთზე ,,მანჩესტერ სიტი” წინ გავიდა.
ბერნანდო სილვას პასით თავი ფილ ფოდენმა გამოიჩინა.

საბოლოოდ, ,,სიტიმ”
,,დორტმუნდი” მეორედაც დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა.
იქ კი ,,პსჟ” შეერკინება.

ჩემპიონთა ლიგის 1/14 ფინალი
დორტმუნდი,. ,,სიგნალ იდუნა პარკი
პირველი მატჩი: 1:2

,,დორტმუნდი”
(გერმანია) 1:2
,,მანჩესტერ სიტი” (ინგლისი)
15′ ბელინგჰემი (0-1), 55′ მაჰრეზი პენ. (1-1), 75′ ფოდენი

,,დორტმუნდი”: ჰიტცი, მორეი ბაუზა (81′ ტაიგესი), აკანჯი, ჰუმელსი, გერერო, ბელინგჰემი (80′ ბრანდტი), ჩანი, დოუდი (72′ აზარი), კნაუფი (68′ რეინა), როისი, ჰალანდი
მთავარი მწვრთნელი: ტერზიჩი

,,მანჩესტერ სიტი”: ედერსონი, უოლკერი, სტოუნი, დიასი, ზინჩენკო, დე ბრუინი, როდრი, გუნდოგანი, მაჰრეზი (88′ სტერლინგი), ფოდენი, ბერნანდო სილვა
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.