• შაბ. ივლ 31st, 2021

რევანში აღებულია – ,,პსჟ”-მ ჩემპიონთა ლიგაზე ,,ბაიერნზე” შური იძია

უეფას ჩემპიონთა ლიგას მოქმედი ჩემპიონი მიუნხენის ,,ბაიერნი” დაემშვიდობა.

გასული წლის ფინალში განცდილი მარცხისთვის ფრანგულმა ,,პსჟ”-მ რევანში აიღო და ბავარიელები ორი მატჩის ჯამში დაამარცხა.

პარიზელებმა ერთი კვირის წინ, სტუმრად, ,,ალიანს არენაზე” 3:2 მოიგეს.
დღეს, კი შინ მართალია, მინიმალური სხვაობით 0:1 წააგეს, თუმცა ჩემპიონთა თასისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

,,პარკ დე ფრენსის” სტადიონზე ,,ბაიერნმა” ,,პსჟ”-ს ყოფილი ფეხბურთელის მაქსიმ ჩუპო-მოტინგის გოლით მოიგო.

შეხვედრის ერთადერთი გოლი ,,ბაიერნმა” მე-40 წუთზე გაიტანა.

კამერუნელმა მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა თავის ყოფილ გუნდ ,,პსჟ”-ს ამ 1/4 ფინალურ სერიაში მეორე გოლი გაუტანა.
აფრიკელმა პარიზელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა.

1/4 ფინალის განმეორებითი მატჩი
პარიზი, ,,პარკ დე ფრენსი”
პირველი მატჩი: 3:2

,,პსჟ” (საფრანგეთი) 0:1
,,ბაიერნი” (გერმანია)
40′ ჩუპო-მოტინგი

,,პსჟ”: ნავასი, დანილო (59′ ბაკერი), კიმპემბე, დაგბა, დიალო, დრაქსლერი (74′ კინი), გუეი, პარედესი, დი მარია (89′ ერერა), ნეიმარი, მბაპე
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

,,ბაიერნი”: ნოიერი, პავარი, ალაბა, ბოატენგი, ერნანდესი,
დევისი (71′ მუსიალა) კიმიხი, კიმიხი, მიულერი, სანე, ჩუპო-მოტინგი (85′ მარტინესი)
მთავარი მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი

,,პსჟ” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა.
იქ კი ,,დორტმუნდისა” და ,,მანჩესტერ სიტის” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.