• სამ. მაი 11th, 2021

,,პსჟ”-,,ბაიერნი” – გადამწყვეტი ბრძოლა 1/2 ფინალისთვის

დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასული წლის ფინალისტების ,,პსჟ”-სა და ,,ბაიერნის” განმეორებუთი ორთაბრძოლა შედგება.

ამ გუნდების პირველი მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ,,პსჟ” გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

პირველ შეხვედრაში ,,პსჟ”-დან დუბლი კილინ მბაპემ შეასრულა.
ერთი გოლი კი ბრაზილიელმა მარკინოსმა გაიტანა.

,,ბაიერნიდან” კი თავი კამერუნელმა მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა და თომას მიულერმა გამოიჩინეს.

დღევანდელ ორთაბრძოლას ბავარიელები დიდი პრობლემებით ხვდებიან
მიუნხენელებს პარიზში ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი, ასევე სერჟ გნაბრი, ნიკლას ზულე, ბრაზილიელი დუგლას კოშტა, ფრანგი კორენტინ ტოლისო, ესპანელი მარკ როკა, რონ-ტორბერ ჰოფმანი და მალიკ ტილმანი არ ეყოლებათ.

ფრანგულ კლუბის ლაზარეთში კი ესპანელი ხუან ბერნატი, სენეგალელი აბდუ დიალო, არგენტინელი მაურო იკარდი, ლაივინ კურზავა და ბრაზილიელი მარკინოსი იმყოფებიან.

,,პსჟ” საფრანგეთში სტუმრად, ,,სტრასბურგი” 4:1 დაამარცხა და მძიმე მატჩის წინ კარგი განწყობა შეიქმნა.
ზემოთაღნიშნულ შეხვედრაში მეტოქის კარი მბაპემ, სარაბიამ, კინმა და პარედესმა დალაშქრეს.

,,ბაიერნმა” კი შინ, ,,ალიანს არენაზე” ბერლინის ,,უნიონთან” ვერაფერი გააწყო და დედაქალაქელებთან ფრეს დასჯერდა.

ბოლო შეხვედრის გათვალისწინებით ,,პსჟ”-ს და ,,ბაიერნს” ერთმანეთის წინააღმდეგ 11 ორთაბრძოლა აქვთ ჩატარებული.
ფრანგულ გუნდს 6 მოგება გააჩნია.
გერმანელებს კი 5.

ჩემპიონთა ლიგა
1/4 ფინალი
პარიზი, ,,პარკ დე ფრენსი”

სავარაუდო შემადგენლობები:

,,პსჟ”: ნავასი; დაგბა, დანილო, კიმპემბე, დიალო; გუიე, პარედესი; დი მარია, დრაქლერი, ნეიმარი; მბაპე
მთავატი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

,,ბაიერნი”: ნოიერი; პავარი, ბოეტენგი, ერნანდესი, დევისი; კიმიხი, ალაბა; სანე, მიულერი, მუსიალა; ჩუპო-მოტინგი
მთავარი მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი

შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.