• შაბ. ივლ 31st, 2021

დრამატულ უხვგოლიან ორთაბრძოლაში ,,პსჟ”-მ ,,ბაიერნს” სძლია

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს გასული წლის ფინალისტები ,,ბაიერნი” და ,,პსჟ” დაუპირისპირდნენ.

მატჩი ძალიან დაძაბული და ერთობ თვალსასეირო გამოდგა.

თოვლიანი ამინდის მიუხედავად, გუნდებმა ჯამში 5 გოლი გაიტანეს.

დრამატული უხვგოლიანი ორთაბრძოლაში მატჩის გმირი ,,პსჟ” ფორვარდი კილიან მბაპე გახდა. მან დუბლი შეასრულა.

დაპირისპირებაში სწრაფი გოლი გავიდა.
მატჩში ანგარიში პარიზელებმა მე-3 წუთზე გახსნეს.
ბრაზილიელ ნეიმარის პასით კილიან მბაპემ გაიტანა.
გოლის შემთხვევაში მანუელ ნოიერმა უხეიროდ ითამაშა 0-1.

28-ე წუთზე ნეიმარმა მეორე საგოლე პასი მიითვალა. ბრაზილიელის ზუსტი პასით თავი მისმა თანამემამულემ, პარიზელთა კაპიტანმა მარკინოსმა გამოიჩინა 0-2.

37-ე წუთზე ,,ბაიერნმა” სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
ფრანგ ბენჟამინ პავარის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარში თავით კამერუნელმა მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა გადაგზავნა 1-2.

ტაიმი სტუმრებმა 2:1 მოიგეს.

მე-60 წუთზე ბავარიელებმა წონასწორობა აღადგინეს.
ჯოშუა კიმიხის ჯარიმიდან ჩაწოდებულ ბურთს თავით მიმართულება თომას მიულერმა შეუცვალა და ოვალური მასაც კეიროლ ნავასის კარის ბადეში აღმოჩნდა 2-2.

68-ე წუთზე კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა და ,,პსჟ” წინ გაიყვანა. პარიზელებმა შეტევაში წასული გერმანული გუნდი კონტრიერიშზე დაიჭირეს 2-3.

დარჩენილ დროში ფრანგულმა კლუბმა შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.

სუპერდაპირისპირების მეორე რაუნდი პარიზში, 13 აპრილს, შედგება.

ჩემპიონთა ლიგა
1/4 ფინალი
მიუნხენი, ,,ალიანს არენა”

,,ბაიერნი” (გერმანია) 2:3 ,,პსჟ” (საფრანგეთი)
3′ მბაპე (0-1), 28′ მარკინოსი (0-2), 37′ ჩუპო-მოტინგი (1-2), 60′ მიულერი (2-2), 68′ მბაპე (2-3)

,,ბაიერნი”: ნოიერი, პავარი, ზულე (42′ ბოატენგი), ალაბა, ერნანდესი, გორეცკა (33′ დევისი), კიმიხი, სანე, მიულერი, კომანი, ჩუპო-მოტინგი
მთავარი მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი

,,პსჟ”: ნავასი, დამბა, მარკინოსი (30′ ერერა) , კიმპემბე, დიალო, დანილო, გუეი, დი მარია (71′ კინი), ნეიმარი (90′ რაფინია), დრაქსლერი, მბაპე
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.