• შაბ. აპრ 17th, 2021

დიდი ბრძოლის მოლოდინში – ,,ბაიერნი” და ,,პსჟ” წინააღმდეგ

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალისტები მიუნხენის ,,ბაიერნი” და ,,პსჟ” ერთმანეთს 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში შეერკინებიან.

მიუნხენის ,,ალიანს არენაზე” გასამართ დაპირისპირებას ,,ბაიერნი” დიდი დანაკლისით ხვდება.
ბავარიელებს ფრანგების წინააღმდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი ვერ დაეხმარება.
მის გარდა მიუნხენელთა ლაზარეთში დუგლას კოშტა, სერჟ გნაბრი, ხავი მარტინესი, რონ-ტორბენ ჰოფმანი, კორენტინ ტოლისო და მალიკ ტილმანი იმყოფებიან.

იარებს იშუშებენ და გერმანიაში ვერ ჩავიდნენ ,,პსჟ”-ს ფეხბურთელები ხუან ბერნატი, მაურო იკარდი, ალექსანდრო ფლორენცი, ლეონარდო პარედესი და მარკო ვერატი.

,,ბაიერნმა” ბუნდესლიგაში შეხვედრა მოიგო და მატჩსაც კარგი განწყობით ხვდება.
,,რეკორდმაისტერმა
“ლაიფციგს” ლეონ გორეცკას გოლით სძლია.

,,პსჟ”-მ კი ,,ლილთან” 0:1 წააგო.

,,ბაიერნისა” და ,,პსჟ”
ურთიერთდაპირისპირებები 10 მატჩს ითვლის.
გუნდებს ერთმანეთისთვის 5-5 შეხვედრა აქვთ მოგებული.

გასული წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი ,,ბაიერნმა” ,,პსჟ” კინსლი კომანის გოლით დაამარცხა.

ჩემპიონთა ლიგა
1/4 ფინალი
მიუნხენი, ,,ალიანს არენა”

,,ბაიერნი” (გერმანია) : ,,პსჟ” (საფრანგეთი)

სავარაუდო შემადგენლობები:

,,ბაიერნი”: ნოიერი; პავარი, ზულე, ალაბა, დევისი; კიმიხი, გორეცკა; სანე, მიულერი, კომანი; ჩუპო-მოტინგი
მთავარი მწვრთნელი: ჰანს დიტერ ფლიკი

,,პსჟ”: ნავასი; კერერი, მარკინოსი, კიმპემბე, დიალო; გუეი, ერერა; დი მარია, ნეიმარი, კინი, მბაპე
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

,,ბაიერნისა” და ,,პსჟ” დაპირისპირება სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.