მარტი 29, 2024

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ,,ბაიერნმა” ლევერკუზენის ,,ბაიერი” 2:0 დაამარცხა.

მიუნხენის, ,,ალიანს არენაზე” გამართულ მატჩში ბავარიელებმა 2 სწრაფი გოლი გაიტანეს.

ანგარიში მე-7 წუთზე კამერუნელმა ფორვარდმა ნაქსიმ ჩუპო-მოტინგმა გახსნა.

მე-2 გოლი კი ,,ფარმაცევტებს” მე-13 წუთზე ჯიშუა კიმიხმა გაუტანა.

,,რეკორდმაისტერმა” 2:0 გაინარჯვა და კონკურენტ ,,ლაიფციგის” წაგების შემდეგ ბუნდესლიგაში 10-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა.

,,ლაიფციგმა” სტუმრად, ,,კიოლნთან” 1:2 წააგო.

ამ დროისთვის ,,ბაიერნს” 71 ქულა გააჩნია და ბუნდესლიგის ერთპიროვნული ლიდერია.
მე-2 ადგილზე მყოფ ,,ლაიფციგს” 61 ქულა აქვს.

,,ბაიერნი” 2:0 ,,ლევერკუზენი”
7′ ჩუპო-მოტინგი (1-0), 13′ კიმიხი (2-0)

,,კიოლნი” 2:1 ,,ლაიფციგი”
46′ ჰეკტორი (1-0), 59′ ჰაიდარა (1-1), 60′ ჰეკტორი (2-1)

,,არმინია” 1:0 ,,შალკე”
50” კლოსი (1-0)

,,აინტრახტი” 2:0 ,,აუგსბურგი”
37′ ჰინტერეგენი (1-0), 58′ ანდრე სილვა (2-0)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *