ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებით უეფასგან 9.25 მილიონ ევროს მიიღებს.
როგორც იცით, მაკედონიელებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საქართველოს ნაკრებს თბილისში 1:0 მოუგეს.
ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მიღებული თანხიდან 3 მილიონი ევრო ბონუსის სახით, გუნდზე გადანაწილდება. დარჩენილ თანხას ფედერაცია ახალგაზრდულ ფეხბურთსა და ინფრასტრუქტურის განვითარებას მოახმარს.