დანიის თასის 1/16-ში ლაშა პარუნაშვილის “ესბიერგი” მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა “ნიკობინგთან” და გათამაშებას გამოეთიშა. ქართველმა ნახევარმცველმა განვლილ მატჩში სრულად ითამაშა.

რუსეთის პირველ დივიზიონში ქართულ დერბი შედგა, სადაც ირაკლი კვეკვესკირის “სკამ” დრამატულ მატჩში 3-2 დაამარცხა მერაბ ურიდიას “ნეფტეხიმიკი”. კვეკვესკირი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და სტაბილურადაც გაისარჯა, ის შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე შეცვალეს. მეორე ქართველი მერაბ ურიდია კი მწვრთნელმა ასევე სასტარტო შემადგნელობაში დააყენა და ისიც კვეკვესკირთან ერთად შეიცვალა. “სკა” 31 ქულით მე-9 საფეხურზეა, “ნეფტეხიმიკს” კი 37 ქულა აქვს და მე-7 ადგილს იკავებს. 1 ქულას დასჯერდა ალექსანდრე კახიძის “ველესი”. ქართველი განაპირა მცველის გუნდი “ალანიას” დაუხვდა და ფრეზე გაეყარა (1-1). კახიძე სათადარიგო იყო და მინდორზე 72-ე წუთზე გამოჩნდა, მისი გუნდი მე-5 ადგილზეა და ერთი ადგილით ჩამორჩება საფლეიოფო ზონას.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ