• სექტემბერი 19, 2021 4:21 pm

რუსტემ საიმეტოვი “ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია”

“რუბინის” გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმეტოვმა განაცხადა, რომ მათი გუნდის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია.

 

“კვარაცხელია ახალგაზრდა ბიჭია, ჯერ მაღალ დონეზე სტაბილურად თამაში არ შეუძლია. თანაც, უკანასკნელი სამი მატჩი ტრავმირებულმა ჩაატარა.

 

პირველად საქართველოს ნაკრებიდან კოჭ-წვივის ტრავმით დაბრუნდა, ნემსებით თამაშობდა. ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანეთ თუ არა, ზურგის ტრავმამ იჩინა თავი. ხვიჩა დიდი ტკივილებით თამაშობს და გმირია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.