კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ტალანტი, ანსუ ფატი, ტრავმირებულია. სამედიცინო კვლევების შედეგების მიხედვით, ფეხბურთელს მუხლზე აქვს პრობლემა.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ესპანელი ვარსკვლავი ორშაბათს ჩაიტარებს ოპერაციას და ლაზარეთში დაახლოებით 4 თვის გატარება მოუწევს.
მიმდინარე სეზონში პერსპექტიულმა ფეხბურთელმა ხუთი გატანილი გოლით გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ ფატიმ პირველ “ელ კლასიკოშიც” გაიტანა.