სანაკრებო პაუზის დაწყებამდე, კვიპროსის ჩემპიონატის მე-10 ტურში ქართველების “ანორთოსისმა” “ლარნაკა” 1:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ კვიპროსული კლუბის ქართველი ოთხეული ნაკრების შეხვედრისთვის სამშობლოში გამოემგზავრნენ.

გიორგი ლორიასთან, მურთაზ დაუშვილთან, თორნიკე ოქრიაშვილსა და გიორგი ქვილითაიასთან ერთად სამშობლოში გამოემგზავრა “ანორთოსისის” ქართველი დამრიგებელი თემურ ქეცბაია, რომელიც ისტორიული ფინალის დღეებს თბილისში ერთად გაატარებს.

“თემურმა სპეციალურად მიმართა კვიპროსის მთავრობას, დაეტოვებინა ქვეყანა საქართველოში წასასვლელად. უკან დაბრუნების შემდეგ მას სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევს, ამის ნებართვა მიიღო,” – განუცხადა adjarasport-ს თემურ ქეცბაიას მეუღლემ, კატერინა ქეცბაიამ.

6 კომენტარი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ