კატალონიური “ბარსელონასა” და მილანის “ინტერის” ლეგენდარული ექს-თავდამსხმელი, სამუელ ეტო’ო ავტოავარიაში მოჰყვა.

გავრცელებული ცნობით, 39 წლის ფეხბურთელს კამერუნში საკუთარი ავტომობილით მგზავრობისას ავტობუსი დაეჯახა. როგორც იტყობინებიან მანქანის წინა მხარე განადგურებულია.

ეტო’ო სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება, მაგრამ კულვარული ცნობებით,  მისი მდგომარეობა სტაბილურია.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ