რუსეთი – რუსეთის რანგით მეორე ლიგაში ირაკლი კვეკვესკირის “სკამ” უხვგოლიან მატჩში 5-2 დაამარცხა ბრიანსკის “დინამო”. ქართველმა ფეხბურთელმა სრულად ითამაშა და 49-ე წუთზე ანგარიში 3-2 გახადა. ამას გარდა, კვეკვესკირმა ყვითელი ბარათიც მიიღო, მისი გუნდი კი 28 ქულით ცხრილის შუაში იმყოფება. რუსეთის პრემიერლიგაში ქართული დერბი ფრედ დასრულდა. გია გრიგალავას “არსენალი” შინ ქართველების “როტორს” დაუზავდა (1-1). გრიგალავამ სრულად ითამაშა, “როტორის” რიგებში ასევე სრულად გაისარჯა საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი (ყვითელი ბარათი) მატჩის ბოლოს შეცვალეს, ნაკრებშ გამოძახებული ბექა მიქელთაძემ მოედანზე ბოლო 15 წუთი გაატარა, ხოლო ნიკოლაია ყიფიანი თადარიგში დარჩა.

ყაზახეთი – ყაზახეთის პრემიერლიგაში გამოსვლა დაასრულა ელგუჯა ლობჯანიძის “კაისარმა”. კიზილორდელებმა ბოლო ტურში ქულა აიღეს აწ უკვე ჩემპიონ “ქაირათთან”. ქართველმა ფორვარდმა სრულად ითამაშა და ამ სეზონში თავისი მერვე გოლიც გაიტანა, რითაც ამ დროისთვის ბომბარდირთა დავაში მესამე პოზიციას იკავებს. მისმა გუნდმა კი ჩემპიონატში საბოლოოდ 21 ქულას მოუყარა თავი და მე-5 ადგილზე,ა თუმცა არაა გამორიცხული რამდენიმე პოზიციით უკან დაიხიოს, თმცა ელიტიდან გავარდნა რა თქმა უნდა არ ემუქრება.

უკრაინა – დრამატულ მატჩში თემურ ჩოგაძის “ოლიმპიკი” შინ “მარიუპოლს” ფრეზე გაეყარა (3-3). ჩოგაძე მინდორზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, მისი გუნდი კი 13 ქულით მე-6 ადგილზეა.

თურქეთი – თურქეთის პრემიერლიგაში სენსაციური გამარჯვება იზეიმა ლევან შენგელიას “ქონიასპორმა”. შენგელიას გუნდმა ლიდეირ “ფენერბაჰჩე” გასვლაზე 2-0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი მინდორზე მე-60 წუთზე გამოჩნდა და 67-ე წუთზე სწორედ მისი პასის შედეგად გაიხსნა ანგარიში. “ქონიასპორმა” ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებით 9 ქულას მოუყარა თავი და მე-10 ადგილამდე აღზევდა.

ჩეხეთი – ჩეხეთის განახლებულ ჩემპიონატში ასევე ასისტით გამოირჩა ვახტანგ ჭანტურიშვილიც. მისმა “ზლინმა” 2-1 დაამარცხა “ჩესკე ბუდეიოვიცე”. სწორედ ჭანტურიშვილის გადაცემის წყალობით გაიტანეს სტუმრებმა გამარჯვების გოლი და მე-9 ადგილზე გადაინაცვლეს.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ