• სამ. აპრ 13th, 2021

მანჩესტერი პოჩეტინოს მიწვევას აპირებს

“მანჩესტერ იუნაიტედი” კვლავ განიხილავს გუნდში მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნის კანდიდატურას. მოგეხსენებათ, მანკუნიანელებმა არაერთხელ სცადეს არგენტინელი სპეციალისტის დაყოლიება, მაგრამ ამაოდ. გუნდის ხელმძღვანელობა ნელ-ნელა ვერ მალავს უკმაყოფილებას ოლე-გუნარ სულშერის მუშაობით და ალტერნატიული ვარიანტის ძებნაც დაიწყო.

თავის  მხრივ, რამდენიმე დღის წინ პოჩეტინომ ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნა რომ სურს სამუშაოს დაუბრუნდეს და მისი პრიორიტეტი კვლავ პრემიერლიგაში მუშაობაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.