იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ ერთ-ერთ ვარჯიშზე ჯენარო გატუზოსა და კახა კალაძეს შორის მომხდარი კურიოზული ფაქტი გაიხსენა.
“ერთ-ერთი ვარჯიშის დაწყების წინ, დილით მინდორზე ლოკოკინა დავინახეთ. კალაძე გატუზოსთან მივიდა და უთხრა – ამას თუ შეჭამ, 5000 ევროს მოგცემ”.
“გატუზოს პასუხი ასეთი იყო: 5000 ევრო”?
“შემდეგ მან ლოკოკინა აიღო და შეჭამა. გატუზომ ეს თანხა ქველმოქმედებისთვის გამოიყენა”, – აცხადებს ძამბროტა.