• სამ. აპრ 13th, 2021

გერმანული გუნდის ქალი მწვრთნელი: შემადგენლობას ფეხბურთელების სასქესო ორგანოს სიდიდის მიხედვით ვარჩევ

გერმანული “კლოპენბურგის” ქალმა მწვრთნელმა იმკე ვიუბენჰორსტმა ფეხბურთში გენდერულ განსხვავებებზე ისაუბრა.
30 წლის ვიუბენჰორსტი პირველი ქალი მწვრთნელია, რომელიც გერმანიის მამაკაცთა ტოპ 5 დივიზიონში მუშაობს.
“კლოპენბურგი” რანგით მე-5 დივიზიონში ასპარეზობს – ქვედა საქსონიის ობერლიგაში.
მას ჰკითხეს, შიშვლები არიან თუ არა მამაკაცები, როდესაც გასახდელში შედის.
“რა თქმა უნდა, არა. მე პროფესიონალი ვარ. შემადგენლობას ფეხბურთელების სასქესო ორგანოს სიდიდის მიხედვით ვარჩევ”, – განაცხადა ფრაუ იმკემ “ველტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
ვიუბენჰორსტი “კლოპენბურგსა” და გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა.
იმკემ “კლოპენბურგი” დეკემბერში ჩაიბარა და ეს გუნდი ამჟამად უკანასკნელ, მე-16 ადგილზეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.