აპრილი 18, 2024

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის ეგიდით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას 12 ნოემბერს დაუპირისპირდება.

 

ახლახან, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ზემოხსენებული შეხვედრა კვლავაც მაყურებლების გარეშე უნდა გაიმართოს.

 

“სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის მატჩის ჩატარება დახურულ კარს მიღმა მოგვიწევს. გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ჩვენს ფეხბურთელებს სახლებიდან ვუგულშემატკივროთ”.

 

შეგახსენებთ, ორმ უკანასკნელი 24 საათის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *