• ნოემბერი 29, 2021 11:46 am

მაყურებელთა დასწრების საკითხი გადაწყდა

ერთა ლიგის D ჯგუფის პლეი-ოფის ფინალი, სადაც საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონაის უმასპინძლებს, გულშემატკივართა დასწრების გარეშე გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. როგორც ცნობილია, უეფა სტადიონის ტევადობის 30%-ს შევსების ნებას იძლევა, თუმცა საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის 1/2 ფინალში ბელარუსის ეროვნული გუნდი 1:0 დაამარცხა, ფინალი კი 12 ნოემბერს დინამო არენაზე გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.