ესპანურ მედიაში ძალიან მძიმე ინფორმაცია გავრცელდა.

ცნობილი ხდება, რომ “ბარსელონას” მარჯვენა მცველის, სერხი რობერტოს დედა, მარია როზა კარნისერი გარდაიცვალა. იგი დაავადებული იყო ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზით.

როზა მძიმე დაავადებას უკვე წლების განმავლობაში ებრძოდა, თუმცა საბოლოოდ სიტუაციიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.

თავად რობერტომ დედამისის დაავადების შესახებ საზოგადოებას მიმდინარე წლის აპრილში ამცნო.

აღსანიშავია, რომ როზა კარნისერსი “ბარსელონას” დამაარსებლის შთამომავალი იყო. კატალონიურმა გუნდმა სამძიმრის წერილი უკვე გამოაქვეყნა და ამ ამბავს დიდი ტრაგედია უწოდა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ