დღეს ეროვნული ლიგა 1-ის მორიგი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ. “სამტრედიამ” ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა საკუთარ კედლებში თბილისის “მერანი” (2-0). ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო იმერელთა შემტევი ლუკა იმნაძე, რომელმაც საგოლე პასის გარდა პირველივე ტაიმში 10 კაცით დატოვა მეტოქე.

სამტრედიელებმა სწრაფი გოლის გატანა მოახერხეს – მე-4 წუთზე სწორედ იმნაძის აქტიურობის შედეგად “მერანის” საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, სადაც კარგად გაერკვა ახალგაზრდა სერბი სტრაჰანია პავიშიჩი და ცაციათი ანგარიშიც გახსნა. შეხვედრის მე-20 წუთზე იმერელთა გათამაშებული კომბინაციის შემდეგ იმნაძე მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, თუმცა “მერანის” ფეხბურთელმა კახა კაკაშვილმა უკანაკსნელი იმედის ჯარიმა აიღო და “მერანი” უმცირესობაში დატოვა. გიორგი მიქაძის შეგირდებმა მალევე ისარგებლეს ამ უპირატესობით და 29-ე წუთზე “სამტრედიას” მაჯერად განელმა ლეგიონერმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (2-0).

უნდა აღინიშნოს რომ “სამტრედიამ” მატჩი ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა და ძალებიც დაზოგა. იმერლებს მართლაც დიდი ბრძოლა მოუწევთ ფლეი-აუტის ზონას რომ თავი დააღწიონ, “მერანი” კი ყველაფერს ეცდება რომ სწორედ ფლეი-აუტის ზონაში მოხვდეს და პირდაპირი წესით არ გავარდეს ელიტიდან.

სამტრედია – მერანი  (2-0)

გოლები: პავიშიჩი (4), ინკუმი (29)

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ