3 ნოემბერს გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგი შეხვედრა ლიდერებს შორის სადაც ერთმანეთს გორის “დილა” და თბილისის”დინამო” დაუპირისპირდა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე.
შეხვედრის მე-5 წუთზე გორელთა შეცდომით გიორგი გაბედავამ შესანიშნავად ისარგებლა და თბილისის”დინამო” ანგარიშში დააწინაურა (0:1).
მატჩის მე-15 წუთზე დინამოს რიგებიდან ნოდარ იაშვილმა შესანიშნავი დარტყმით ანგარიში ორ ბურთამდე გაზარდა (0:2).
საბოლოოდ პირველი ნახევარი გორის”დილა” თბილისის”დინამო” დასრულდა სტუმართა გამარჯვებით (0:2).
შეხვედრის მეორე ნახევარში გორელები აქტიურად გამოვიდნენ მოედანზე მაგრამ საქმე ზუსტ დარტყმამდე არ მისულა.
შეხვედრის 83-ე წუთზე დავით სხირტლაძემ მისივე მოპოვებული თერთმეტრიანი ზუსტად გამოიყენა და მატჩის საბოლოო ანგარიში (0:3) დააფიქსირა .
თბილისი დინამომ ამ გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ.