მადირიდის “რეალის” ცენტრალურ მცველს – ედერ მილიტაოს, კორონავირუსი დაუდგინდა.
ამ ფაქტის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მადრიდულმა კლუბმა სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ბრაზილიელი მცველი დაინფიცირდა, PCR ტესტი კლუბის ყველა წევრმა, ფეხბურთელმა, სამწვრთნელო შტაბის წევრებმაც ჩაიტარეს და ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხი მოვიდა.