“ტორპედო” ბათუმის “დინამოსთან” გასამართი მატჩისთვის ემზადება” – ასეთი სათაურით გამოქვეყნდა განცხადება ქუთაისური გუნდის ოფიციალურ გვერდზე.
ფოტოებზე ჩანს, რომ კლუბის ყველა ლიდერი, მათ შორის, გიორგი ფანცულაია, გიორგი ჯანელიძე, ზაზა ციცქიშვილი და სხვები მიხეილ აშვეთიას ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ.
3 დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ტორპედოს” ფეხბურთელებს ვარჯიში შეწყვეტილი ჰქონდათ, რადგან იტალიელი ინვესტორი ფაბიო მანინო 50%-ით შემცირებულ ხელფასებსაც აღარ იხდიდა, ბაზაზე ელემენტარული საჭმელიც აღარ იყო და მოთამაშეები დაბრუნებას ხელფასების ჩარიცხვამდე არ აპირებდნენ.
როგორც ჩანს, ფაბიომ ხელფასების გარკვეული ნაწილი გადაიხადა და გუნდიც ვარჯიშს დაუბრუნდა.
“ტორპედო” “დინამო ბათუმს” 8 ნოემბერს უმასპინძლებს.