ბელგიური გამოცემა, საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე, ძალიან სამწუხარო ამბავს აქვეყნებს.

“გენტის” ლაზარეთში ლორან დეპუატრეს ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ შეუერთდა. მას ართროსკოპიის დროს მუხლის ნაწიბუროვანი ქსოვილი ამოუღეს. გუნდის ცნობით, ჩაკვეტაძემ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა ტრავმებს, რეაბილიტაცია უკვე დაიწყო”, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ოქტომბრის სანაკრებო მატჩები სწორედ მუხლის ტკივილის გამო გამოტოვა. საქართველოს ნაკრების თამაშებამდე სათამაშო პრაქტიკის მისაღებად, გუნდში თამაში ითხოვა, სადაც ტრავმა გაურთულდა და შეკრებაზე ვარჯიში ვეღარ მოახერხა.

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას თბილისის “დინამო-არენაზე” უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ