ბრიტანულმა საფეხბურთო ვებსაიტმა football.london-მა ტოტენჰემს რამდენიმე პერსპექტიული ფეხბურთელის ყიდვა ურჩია, მათ შორის საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძეცაა. სტატიის ავტორი მოურინიოს ჩაკვეტაძის დამატებას ურჩევს, რადგან, მისი აზრით, ქართველს მომავალში გუნდის გამოცდილი წევრების შეცვლა შეუძლია.

“გიორგი ჩაკვეტაძის სახელი ტოტენჰემის ფანებისთვის, შესაძლოა, ნაცნობია, რადგან მას ჩრდილოეთ ლონდონს აქამდეც უკავშირებდნენ.

შემტევმა ნახევარმცველმა მშობლიური დინამო თბილისი თინეიჯერობისას დატოვა და 3 სეზონი ბელგიაში, გენტის შემადგენლობაში ჩაატარა, სადაც მუხლის სერიოზული ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რაპიდის ვენასთან დებიუტი ჰქონდა.

მან ასევე საქართველოს ნაკრების მაისურით 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ეროვნულ გუნდთან ერთად ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ელის.

ტოტენჰემს დღეს შემტევი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა 21 წლის მოთამაშის შესახებ უნდა გვახსოვდეს, თუკი მოურინიო გამოცდილი ფეხბურთელების ახალგაზრდა სისხლით ჩანაცვლებას გეგმავს”, – წერს გამოცემა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ