საქართველოს ნაკრებისა და “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმის სტადიონის გახსნაზე ისაუბრა.

“მსოფლიოს უამრავ სტადიონზე მითამაშია და თამამად შემიძლია ვთქვა, ეს სტადიონი უეფას ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. მართალია, ბევრ ადგილიანი არ არის, არის 20 ათასიანი, მაგრამ ეს სავსებით საკმარისია ბათუმისთვის და საქართველოსთვის. იმდენად მაგარია, რომ ემოციებს ვერ ვმალავ. როგორც კი კორონა სიტუაცია ჩაცხრება, ამ სტადიონზე მსოფლიო ვარსკვლავებს ჩამოვიყვანთ. ეს რამდენჯერმე უკვე გავაკეთეთ დინამოზე და არც ბათუმელ გულშემატკივარს დავწყვეტთ გულს. ამ სტადიონზე ძალიან მალე ქართველი ფეხბურთელები და გულშემატკივრები შემოვლენ და დატკბებიან ამ ნამდვილად დიდი საოცრებით”, – განაცხადა კალაძემ.

ბათუმის სტადიონის მშენებლობას 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა საფუძველი. სამშენებლო სამუშაოები შპს „ანაგმა“ შეასრულა. სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან, დაახლოებით 141 მლნ ლარით დაფინანსდა.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი, უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების და სხვა სისტემებით აღიჭურვა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ