ქართული წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის სანაკრებო საკითხი ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა.

მოგეხსენებათ, 19 წლის ფეხბურთელი ბელგიის პროქსიმუს ლიგაში ბრწყინვალედ გამოიყურება და 7 თამაშში 14 გოლის გატანა მოახერხა და როგორც ჩანს, საფრანგეთშიც მიიპყრო ყურადღება.

ევროპული გამცოემების ინფორმაციით, მიქაუტაძეს საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებში იწვევენ.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც აწარმოებს და საბოლოო შედეგი სწორედ მიქაუტაძეზე იქნება დამოკიდებული.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ