ანა ფალკი ცნობილი იტალიელი მოდელია, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით ყურადღებას ხშირად იქცევს. მისი ერთ-ერთი ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ “ლაციო” – “დორტმუნდის” მატჩს უკავშირდება.

20 ოქტომბერს “ლაციომ” დორტმუნდის “ბორუსია” 3:1 დაამარცხა. გერმანული კლუბის კარში ერთ-ერთი გოლი მათმა ყოფილმა თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ გაიტანა. სწორედ იმობილეს გოლის აღსანიშნავად გამოაქვეყნა ფოტო 48 წლის ანა ფალკიმ.

“გახსოვთ, ყველაზე ცნობილმა გერმანულმა გამოცემა “ბილდმა” ჩირო იმობილეს რომ დორტმუნდის “ბორუსიას” ისტორიაში ყველაზე ცუდი შენაძენი უწოდა? დღეს იმობილემ შური იძია. გოლები, გამარჯვება და დიდება!” – წერს ანა ფალკი Instagram-ში.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ