კატალონიური “ბარსელონასა” და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, რონალდინიო, კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას თავად ექს-ფეხბურთელი ადასტურებს.
“კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღე. ყველაფერი მწყობრშია, თავს მშვენივრად ვგრძნობ და არანაირი სიმპტომი არ აღმენიშნება,” – ვკითხულობთ 40 წლის რონალდინიოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.