მოგეხსენებათ, ფამაგუსტას “ანორთოსისის” ქართული ლეგიონი “აპოელთან” მატჩის შემდეგ სკანდალში გაეხვა. მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასა და თორნიკე ოქრიაშვილს შორის თამაშის შემდგომ დიდი კამათი დაიწყო.

მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა პრესასთან ინტერვიუში ამ თემაზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

“მნიშვნელობა არ აქვს თუ რას იტყვიან ამ ინციდენტზე. ჩვენს გუნდს და მე გვაქვს მხოლოდ ერთი ამბიცია, გავხდეთ ჩემპიონები.” – აცხადებს ქეცბაია.

შეგახსენებთ, რომ “ანორთოსისი” 8 ტურის შემდეგ კვიპროსის პირველ დივიზიონში 16 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ