“მანჩესტერ სიტის” ოფიციალური ვებ-გვერდი დამამწუხრებელ ინფორმაციას ავრცელებს აკადემიის აღზრდილი ჯერემი უისტენის გარდაცვალების შესახებ. ყოფილი ფეხბურთელი სულ რაღაც 18 წლის იყო.

უისტენი საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელი გახლდათ, რომელიც მალავიში დაიბადა და დიდ ბრიტანეთში იზრდებოდა. უისტენი “სიტის” განვითარების პროექტში 2016 წელს ჩაერთო და კლუბიდან რამდენიმე თვის წინ დაითხოვეს.

ბრიტანული პრესის ცნობით, ფეხბურთელი კლუბიდან გაშვების შემდეგ დეპრესიაში იმყოფებოდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ