ლონდონის “არსენალის” აფრიკელმა კაპიტანმა და ლიდერმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა “მეთოფეთა” რიგებში ანტირეკორდი დაამყარა. “არსენალის” ფორვარდმა პრემიერლიგის ზედიზედ 5 მატჩში ვერ მოახერხა თავის გამოჩენა, რაც მისთვის ყველაზე ცუდი შედეგია. მართალია მან წინა ტურში ვენის “რაპიდს” ევროპის ლიგის ეგიდით გაუტანა, თუმცა ქვეყნის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა ისიც პირველ ტურში “ფულჰემის” წინააღმდეგ.

პიერ-ემერიკს ასეთივე შედეგი ჰქონდა დორტმუნდის “ბორუსიას” რიგებშიც, როცა 2014 წლის ნოემბერში ბუნდესლიგაში გოლის გატანა საერთოდ ვერ მოახერხა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ