საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და “რუბინის” თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას, შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაგვანდო მისმა აგენტმა, თეიმურაზ ლეპსაიამ.

“ხვიჩა საქართველოს ნაკრების ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრა ფეხბურთელია და ვთვლი, რომ რუსეთშიც ასეა. “რუბინში” ვიყავი და ვიკითხე, თუ როგორ ვარჯიშობდა ის. საიდუმლო არაა, რომ ბევრი ვარჯიშის პროცესს აგდებულად უდგება. ამას ხვიჩაზე ვერ ვიტყვი.

ხვიჩას ტრანსფერით “სევილია” დაინტერესდა. მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო – ის დადებითად დავახასიათე. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები.

ჩემი აზრით, თუ საქართველოს ნაკრები დიდ ტურნირზე იასპარეზებს, “რუბინი” ხვიჩას ტრანსფერით დიდი თანხის გამომუშავებას შეძლებს,” – აცხადებს ლეპსაია.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ