რამდენიმე საათის წინ ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. 58 წლის ასაკში საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მეკარე ბრუნო მარტინი გარდაიცვალა.
ის 12 ოქტომბრიდან მოყოლებული კარდიო-რესპირატორული შეტევით საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მარტინს კარიერის განმავლობაში “ოსერში” და “მონპელიეში” უთამაშია. მან საფრანგეთის ნაკრების ფორმა 31 შეხვედრაში მოირგო.