თურქული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი სუპერ ლიგის ბინადარ “ტრაბზონსპორს” მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძე სურს.

 

როგორც იცით, ჩვენებური ამჟამად სათავეში ტაშკენტის “ფახთაქორს” უდგას და საქმეს თავს კარგად ართმევს.

 

“ტრაბზონს” ამჟამად ედი ნიუტონი ავარჯიშებს, რომლის შედეგებიც ხელმძღვანელობას არ მოსწონს და მის ჩანაცვლებას აპირებს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი თავად არველაძემაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ კონტაქტი მართლაც შედგა, თუმცა ჯერ რაიმე გადაწყვეტილებაზე და შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია.

 

აქვე გეტყვით, რომ შოთა არველაძე “ტრაბზონში” ფეხბურთელის რანგში 1993-97 წლებში თამაშობდა, 2015 წელს კი გუნდის მწვრთნელი გახლდათ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ