ესპანური Marca-ს ცნობით, ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე “შახტართან” მარცხის შემდეგ (2:3) მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანსა და გუნდის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შორის შეხვედრა შედგა.

 

პერესმა ფრანგ მენეჯერს დაუყონებლივ შედეგების გამოსწორება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კლუბიდან გაათავისუფლებს.

 

პრეზიდენტმა “ზიზუს” უთხრა, რომ თუ 24 ნოემბერს “ბარსელონასთან” ელ-კლასიკოში დამარცხდებიან, თანამდეობას დატოვებს.

 

შეგახსენებთ, რომ “რეალმა” ზედიზედ მეორე საშინაო მატჩი წააგო. “სამეფო გუნდი” ლა ლიგის გასულ ტურში საკუთარ მოედანზე “კადისთან” 0:1 დამარცხდა.

 

აქვე გეტყვით, რომ თუ ზიდანს გუნდიდან გაუშვებენ, მის მთავარ შემცვლელად ლეგენდარული რაული მიიჩნევა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ